Get In Touch
Musicinternetacademy.20@gmail.com

ეკომუსიკა ხმოვან ოაზისებში

საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლების – ეკა ჭაბაშვილი, მაკა (მაია) ვირსალაძე, ალექსანდრე ჭოხონელიძე, ჯონი ასიტაშვილი – მიერ განხორციელებული ფუნდამენტური კვლევის პროექტი

„ეკომუსიკოლოგიის კვლევის მეთოდოლოგიის იმპლემენტაცია ქართული მუსიკალური ეკოსისტემის შესასწავლად“ [FR-22-8174] მიზნად ისახავდა ეკომუსიკოლოგიის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების განსაზღვრას, მუსიკისა და გარემოს ურთიერთქმედების სისტემურ ანალიზს. ზემოხსენებული პროექტის მიზნის მისაღწევად ჩატარებული მხატვრული კვლევა „ხმოვანი ოაზისებისთვის ეკომუსიკის ნიმუშების შექმნისა და შესრულების სპეციფიკა“ შეისწავლის ეკომუსიკის საკომპოზიციო პრინციპებს და ქმნის ხმოვან ოაზისებს, როგორც ადამიანისა და გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის მოდელებს.

წინამდებარე ფუნდამენტური კვლევის შედეგად შემუშავდა ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიური ჩარჩო, რომელიც აერთიანებს მუსიკათმცოდნეობას, ეკოლოგიასა და კულტურულ კვლევებს. შეიქმნა ორიგინალური მუსიკალური ნამუშევრები და ვიდეოინსტალაციები, ჩატარდა კონცერტები და პერფორმანსები ხმოვან ოაზისებში, დაიდგა ხმოვანი ქანდაკება SoundLandArt „ჰოროფონი“ (ხელოვნური ხმოვანი ოაზისი წინანდლის მამულებში): https://www.youtube.com/watch?v=wTfUk-tgv-w&t=1s

პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური ნიმუშები აერთიანებს ბუნებრივ ხმოვან მასალას და თანამედროვე კომპოზიციურ ტექნიკებს. (იხ. YouTube არხი) https://www.youtube.com/@Eco-MusicClub-ig9gn

ჩატარდა ეკომუსიკის კონცერტი: https://www.youtube.com/watch?v=H9n_0MUyeck&t=132s

ბგერითი პერფორმანსი „მოვუსმინოთ გამოქვაბულებს“: https://www.youtube.com/watch?v=yHZSJeo7Dp8&t=1119s

გამოიცა ელექტრონული წიგნი „ეკომუსიკა ხმოვან ოაზისებში. ეკომუსიკოლოგიური საკომპოზიციო პრაქტიკა“, სადაც ასახულია ჩატარებული კვლევის შედეგები. (იხ. ფაილი)

Ecomusic in sound Oases pdf